weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მე-11 კლასის გამოცდები გაუქმდა, 2020 წლიდან მე-12 კლასის გამოცდებიც გაუქმდება

13:37 ორშაბათი, 28 იანვარი 2019
ფოტოზე სოფო გორგოძე ფოტოზე სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. მისივე თქმით, წელს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს იმისთვის, რომ ციკლი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, დასრულდეს. 2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასშიც გაუქმდება და სკოლა ატესტატს მოსწავლის აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

„წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელთათვის, თუმცა მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი დასრულდეს, ანუ ბავშვებმა, რომლებმაც მე-11 კლასში გამოცდები უკვე ჩააბარეს, წელსაც უნდა ჩააბარონ გამოცდები, რათა ეს ციკლი ლოგიკურად დასრულდეს.

მე-11 კლასში გამოცდები იხსნება იმიტომ, რომ მომავალში, ამ საფეხურზე ასეთი ტიპის გამოცდა აღარ იქნება.

რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც წინა წელს ჩაიჭრნენ ან ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე, მათ, რა თქმა უნდა, მათ გამოცდებზე გასვლის უფლება ექნებათ და თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ, კიდევ ერთხელ ცდიან ბედს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

გორგოძის თქმით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება.

„მხოლოდ ერთი რეგულაცია იცვლება, რომელიც, ვფქირობ, ძალიან პოზიტიურად უნდა მიიღონ სტუდენტებმა. როგორც იცით, გრანტის მიღების შანსების გასაზრდელად აბიტურიენტები ირჩევდნენ რამდენიმე არჩევით გამოცდას. ვთქვათ, ჩააბარეს მეოთხე გამოცდა, მაგრამ შემდეგ მე-5, მე-6, მე-7 გამოცდას აბარებდნენ სხვადასხვა საგნებში იმისთვის, რომ შანსები გაეზარდათ. ეს არიან განსაკუთრებით მოტივირებული აბიტურიენტები, მაგრამ ხდებოდა ისე, რომ თუკი აბიტურიენტი რომელიმე საგანში ჩაიჭრებოდა, ან თუნდაც ვერ გამოცხადდებოდა გამოცდაზე, კარგავდა გრანტის მიღების შანსს. ვფიქრობთ, რომ ეს უსამართლობა იყო მათ მიმართ. ასე რომ, ამ რეგულაციას წელსვე შევცვლით“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]