weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, ბარიერს უნივერსიტეტები დააწესებენ

14:30 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ჩასაბარებლად სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება.

„თუ ეს არის ტექნიკური მიმართულება, მაშინ სავალდებულო იქნება მათემატიკის ჩაბარება, თუ ეს არის ჰუმანიტარული მიმართულება, სავალდებულო იქნება ისტორიის ჩაბარება.

მინიმუმ 12 გამოცდიდან მივედით მინიმუმ სამ გამოცდამდე. თუ უნივერსიტეტს ექნება სურვილი შეუძლია დაამატოს გამოცდა. აბიტურიენტები არ იზღუდებიან: რამდენი პროგრამაც უნდათ, იმდენი შეუძლიათ აირჩიონ და შეუძლიათ სცადონ ბედი როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განმარტა სოფო გორგოძემ.

გარდა ამისა, 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მხოლოდ უნივერსიტეტი დაადგენს.

„კონკრეტული პროგრამისთვის, კონკრეტული საგნებისთვის შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ბარიერი. იყო პრობლემები, როდესაც ძალიან კარგი პიანიტი ჩაიჭრა იმის გამო, რომ უნარების ტესტში ერთი ქულა დააკლდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპონენტებში მაღალი ქულები ჰქონდა. ფაქტობრივად მას ეზღუდებოდა უმაღლესი განათლების მიღების საშუალება.

უნივერსიტეტმა თვითონ გადაწყვიტოს - თუ, მაგალითად, მათემატიკაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, იყოს ძალიან მაღალი ქულა, მაღალ ბარიერს დავაწესებ, მაგრამ, თუ რომელიღაც საგანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბარიერს მაქსიმალურად დავწევ. ყოველ შემთხვევაში, უნივერსიტეტი აღარ იტყვის, რომ მე სახელმწიფომ შემზღუდა და ამ ბავშვის მიღების საშუალება არ მაქვს, რადგან ერთი ქულა დააკლდა“, – განაცხადა სოფო გორგოძემ და აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის საგრანტო დაფინანსების წესიც შეიცვლება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდებიც გაუქმდება. გამოცდების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. როგორც მან თქვა, გამოცდებზე მაქსიმალური ორიენტაცია განათლების მხრივ არანაირ გრძელვადიან შედეგს არ იძლევა.

„ბოლო ორი წელიწადია სკოლა გადავაქციეთ საგამოცდო პერიოდად. სკოლაში მთელი ორი წელიწადი რომ ხმარდებოდეს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას, საგნების უფრო სიღრმისეულად შესწავლას... სკოლას დავაკარგვინეთ თავისი ფუნქცია და ბავშვების და მშობლების ორიენტაცია მოხდა მთლიანად საგამოცდო სისტემაზე. ამ პერიოდში ხდება გამოცდებისთვის მომზადება, მშობლები ხარჯავენ n რაოდენობის რესურსს, თუმცა ეს არ გვაძლევს შედეგს არც სკოლაში არც საუნივერსიტეტო ნაწილში, რადგან ეს არის დროებითი ცოდნა იმისთვის, რომ უბრალოდ გამოცდა გადავლახოთ“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]