weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა

17:50 ორშაბათი, 28 იანვარი 2019
ფოტო: RFE / RL ფოტო: RFE / RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული წარმოება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც მაჩალიკაშვილის უფლებებს იცავს.

EMC-ის ცნობით, 2019 წლის 3 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს შსს-ს თანამშრომელმა ვინაობის წადგენისა და სამართლებრივი დოკუმენტების გადაცემის გარეშე განუმარტა, რომ შსს მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს (კარვების გაშლის საქმესთან დაკავშირებით) ჩადენილ ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტს სწავლობდა და საქმე ცოტა ხანში სასამართლოს გადაეცემოდა.

„დაუყოვნებლივ მივმართეთ სამინისტროს და ინფორმაციის მოწოდება ვითხოვეთ, რაზეც გვეცნობა, რომ 11 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მაჩალიკაშვილის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სავარაუდოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლებით. მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა და ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა“, – აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]