საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
დაწესებული რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია უწევს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.