weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამხედროებისთვის ბინების გადაცემის პროცესი 2019-2020 წლებში დასრულდება – იზორია

11:13 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი 2019-2020 წლებში დასრულდება.

„ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე გააჩნია ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ისე თბილისში. 2020 წელს ჩვენ ამ ვალდებულებას დავასრულებთ, გვაქვს რა ფინანსური შესაძლებლობები, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვისაც კონტრაქტით ეკუთვნის ბინა, დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება სამინისტროსთვის წელსაც პრიორიტეტი იქნება.

„ჩვენ ეს პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო. სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც განახლებულ, გაუმჯობესებულ ხელფასებს 2019-2020 წლებში მიიღებს, უფრო გაფართოვდება. წელს მათი რაოდენობა იქნება ჯამში 7000-ზე მეტი. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან იზორიას განცხადებით, ახალ სახელფასო უზრუნველყოფას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ: „გვაქვს ამბიცია, რომ მოვიცვათ სრულად მთელი თავდაცვითი ძალები და ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ამ პრინციპის საფუძველზე ჰქონდეს გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]