weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკონომიკის სამინისტრომ და „ნენსკრა ჰიდრომ“ მემორანდუმი გააფორმეს

17:48 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა დოკუმენტს 28 იანვარს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-Water) აღმასრულებელი დირექტორის, ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ჰაკსუ ლიმ შეხვედრაზე განიხილეს ნენსკრა ჰესის პროექტის სამომავლო გეგმები, ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავალო თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით წარმოებული პროექტები, საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნენსკრა ჰესი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, რაც ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჰიდროელექტროსადგურის პროექტს საპარტნიორო ფონდი K-Water-თან ერთად აშენებს. სს „ნენსკრა ჰიდრო“ მათი თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. პროექტის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

სვანეთის მცხოვრებლები, ასევე გარემოსდამცველები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს მესტიასა და თბილისში. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, ჰესის მშენებლობა, მისი მასშტაბის, დიზაინისა და საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის გამო, ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]