weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლოგიკურია მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან გაუქმდეს – გორგოძე

03:15 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განმარტა დაანონსებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან მე-11 კლასის, ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმდეს.

როგორც გორგოძემ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ლოგიკურია, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვის 2020 წლიდან გაუქმდეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

„ზოგადად, უეცარი ცვლილებები, რაც არ უნდა კარგი ცვლილება იყოს, ყოველთვის შოკისმომგვრელი და ძნელად შესაგუებელია. განათლებაშიც ასეა, უეცარი ცვლილება აზიანებს სისტემას. ჩვენ ეს ცვლილებები ახლა დავაანონსეთ და ვამბობთ, რომ ატესტატის გაცემის წესი იცვლება 2020 წელს.

მე-11 კლასისთვის მხოლოდ იმიტომ უქმდება გამოცდები, რომ ისინი ატესტატს 2020 წელს იღებენ, 2020 წელს კი არსებული წესით აღარ გაიცემა ატესტატი და ალოგიკური იქნება, წელს ჩავაბარებინოთ გამოცდები.

შეიძლებოდა მე-11 კლასისთვის წელს დარჩენილიყო გამოცდები, მაგრამ სრულიად ალოგიკურია, რომ არ გაუქმდეს. შესაბამისად, მე-12 კლასისთვის იმიტომ არ უქმდება, რომ ატესტატის გაცემის წესი წელს არ იცვლება, მაგრამ თუ სამინისტრო გადაწყვეტს და ყველას ისე მოეწონა ამ გამოცდების გაუქმება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წელსვე შევწყვიტოთ გამოსაშვები გამოცდები და მე-12 კლასსაც გაუუქმდეს, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი. ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით და ალბათ, სამინისტრო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ლოგიკა არის, რომ ცვლილებები 2020-იდან ამოქმედდება და შესაბამისად, წელს მე-12 კლასისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ცოტა ალოგიკურია“, – ამბობს სოფო გორგოძე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა 29 იანვარს, განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მე-12 კლასელებისთვის შენარჩუნდება. მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდები სრულად 2020 წლიდან გაუქმდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]