weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“–ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

11:01 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2018 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ, კარლო ნატალემ დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ პროფესიული, მიუკერძოებელი და ინფორმაციული ჟურნალისტიკა დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს აქართველოში ხარისხიან ჟურნალისტიკას და პრესის თავისუფლებას.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“-ის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: მარიამ აბესაძე – „ანა, ირინა, ელენე და სხვები“ (ინდიგო);

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: ლელა კუნჭულია – „პანკისის სტიგმა“ (რადიო თავისუფლება);

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: სოფო ზურაბიანი – „სახელმწიფოებრივი გატაცება“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“);

საუკეთესო ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: ნანა თაკვარელია –„ფარული შიმშილი“ (OC Media);

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: ნინო ბაქრაძე – „როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე“ (ინდიგო);

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: ნინო ბაიდაური – „დედა, რას ნიშნავს ზანგი?“ (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი);

კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი): ნიკოლოზ გაბლიშვილი (ტელეკომპანია „დია“).

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულმა გამარჯვებულმა დაახლოებით 3800 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო მიიღო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის  მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრება, სადაც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

საკონკურსო ნაშრომები განიხილა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თანათავმჯდომარე ზვიად ქორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოღვაწე საერთაშორისო ჟურნალისტი სილვია შტობერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]