„სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველი და მყვინთავია ჩართული. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეცტექნიკაც, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს. ასევე მიღებულია ზომები იმისთვის, რომ მდინარეში წყლის დონემ დაიწიოს, რათა მაშველებს გაუადვილდეთ მუშაობა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოების ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელიც ყველა შესაბამის უწყებას აერთიანებს.