weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

85% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა – NDI

11:48 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს. ამ მოსაზრებას 85% ემხრობა, გამოკითხულთა 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა, მაგალითად, პარლამენტარებმა.

NDI-ის თანახმად, 2017 წლის აპრილში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გამოკითხულთა 84% ემხრობოდა, ხოლო 9% მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა.

კვლევა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია. 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში დაახლოებით ერთი თვის წინ შევიდა, 2024 წლიდან პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უქმდება. საქართველოს მომდევნო პრეზიდენტს 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]