weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის – მინისტრი

12:59 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის ბევრი სამუშაო. სკოლებში უნდა გავაძლიეროთ საგნები, სკოლებში უნდა მოხდეს ამ გამოცდების ჩაბარება. ბოლო ორი წელი ვიღებთ იმას, რომ მთელი სასწავლო წელი, ფაქტობრივად, ნახევრად მიმდინარეობს, რასაც ნებისმიერი მშობელი დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით არ არსებობს წარმატებული ქვეყნის მაგალითი, სადაც განათლების სისტემა მთლიანად გამოცდებზეა ორიენტირებული.

„თუ ჩვენ ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა არ გვაქვს, რომელიც არის სწავლისთვის და არა გამოცდების მომზადებისთვის, წარმოუდგენელია, განათლებაში მაღალი ხარისხი მივიღოთ. ჩვენი ხედვა მიმართულია იქით, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდებზე უარი უნდა ვთქვათ, არამედ, გამოცდა უნდა ემსახურებოდეს ძლიერ სკოლას, ძლიერ ინსტიტუტს და ორიენტირება მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს, რომ გამოცდები ჩავაბაროთ“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ 29 იანვარს, განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მე-12 კლასელებისთვის შენარჩუნდება. მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდების სრულად გაუქმება 2020 წლიდან იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]