ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას.
თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 2017 წლის ნოემბერში დანიშნა. 2017 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, 2015 წლის გაზაფხულიდან კი საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე თეიმურაზ კუპატაძე აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. 2012 წელს იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, უფრო ადრე კი საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი.