weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საპატრულო პოლიციის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა

12:57 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. 2018 წლის ივნისიდან ამ დრომდე დილიმაშვილი საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

მიხეილ დილიმაშვილის დანიშვნამდე, 2017 წლის ნოემბრიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას თეიმურაზ კუპატაძე იკავებდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კუპატაძე დააქვეითეს და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

მიხეილ დილიმაშვილი 2010-2013 წლებში იყო შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და მეოთხე მთავარი სამმართველოს უფროსი.

მიხეილ დილიმაშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 9 ივლისს, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ყოფნის პერიოდში აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, დილიმაშვილის საკუთრებაშია თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც 2008 წელს 54 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მდებარე  682 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 3500 ლარად 2018 წელს შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლის საკუთრებაშია თბილისში მდებარე  ორი ბინა, რომლებიც 2000 წელს, ჯამში 160 000 აშშ დოლარად არის ნაყიდი. მიხეილ დილიმაშვილი ფლობს ორ მსუბუქ ავტომანქანას. მათგან ერთ-ერთი 2016 წელს 24 000 ლარად აქვს ნაყიდი. 2018 წელს მისმა მეუღლემ 30 000 ლარად ღირებული მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]