„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1990 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.