weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით იფრენს

18:14 პარასკევი, 01 თებერვალი 2019

1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ავიაკომპანია Wizzair-ი ბარის, ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ტალინის, ბაზელის და ეინდჰოვენის მიმართულებებით იფრენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, Wizzair-თან გაფორმებული შეთანხმების შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას A320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით დაიწყებს და ზემოთ დასახელებული მიმართულებებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს.

„შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან საქართველოს აქამდე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ჰქონია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ გაიზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან.

„ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 7 წელში ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]