„სკულპტურული კომპოზიცია ბედნიერება წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების, განზოგადებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი.
სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს წარმოადგენს კაშკაშა მზის სიმბოლო, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო.
„დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“, და „წარმატება“ ბედნიერებაა, როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე მთელი სამყაროსთვის, რადგან ყველა ამ ცნების ერთობლიობა ადამიანს ანიჭებს შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას“, – ნათქვამია მონუმენტის აღწერაში.