weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მანქანების გაქურდვის ბრალდებით ძმები დააკავეს

12:14 შაბათი, 02 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. სამართალდამცავებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა - 1994 წელს დაბადებული ბ. ი. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს.

„პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ქუთაისში არასრულწლოვანია მხილებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, მან 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები ა. ა., რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა. პოლიციის ცნობით, მოპარული სანადირო თოფი, ჭოგრიტი და სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]