weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული ოცნების“ ოფისიდან სეიფის მოპარვის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ – შსს

14:05 შაბათი, 02 თებერვალი 2019

„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობა 8 დეკემბერს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]