weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთი საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზით დაეხმარება

14:46 შაბათი, 02 თებერვალი 2019
ფოტოზე არსენ თოროსიანი ფოტოზე არსენ თოროსიანი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ თოროსიანის ბრძანებით, საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზა გადაეცემა. ამის შესახებ არსენ თოროსიანმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა. განცხადების თარგმანს საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს დასახმარებლად, ჩემი ბრძანებით, მიეცემა 30 000 დოზა წითელას ვაქცინა, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო ეფექტურად და სწრაფად ებრძოლოს წითელას ეპიდემიას, რადგან როგორც იცით, დაავადებებს საზღვრები ვერ აკავებენ.

გუშინ მე ვესაუბრე ჩემ ქართველ კოლეგას დავით სერგეენკოს საქართველოში წითელას შემთხვევების შესახებ. მან მითხრა, რომ ჯერჯერობით 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, ძირითადად იმასთანაა დაკავშირებული, რომ 90-იან წლებში ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებოდათ. მე ასევე შევიტყვე, რომ საქართველოში განხორციელებული ანტი ეპიდემიური ღონისძიებების გამო, დღეში დაფიქსირებული 50-60 შემთხვევა შემცირდა 35-მდე, მათ შორის 20-40 წლის ასაკის მოსახლეობის ინტენსიური ვაქცინაციის ჩათვლით.

საბედნიეროდ, სომხეთში წითელას ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წელს, ჩვენს ქვეყანაში წითელას ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო.

უკანასკნელი ინციდენტი ჩაიწერა 2018 წლის დეკემბერში რუსეთიდან ჩამოსული მგზავრის მიერ, თუმცა არ გავრცელებულა. მოვუწოდებ საზოგადოებას, ჩაიტაროს ყველა ვაქცინაცია, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის მიერ, ხოლო გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს“, – წერს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]