weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა შეკვეთილში აქცია გამართეს

16:09 შაბათი, 02 თებერვალი 2019

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია ამჯერად შეკვეთილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს ბალანსზე დარჩეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რომ კლინიკის ხანგრძლივი ვადით ქირაობას კერძო კორპორაცია „ევექსი“ გეგმავს, ეჭვის საფუძველს კი საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის, ინვენტარიზაციის და თანამშრომელთა გადამზადების პროცესის გაჭიანურება აძლევთ.

ექიმმა ბენო ჭელიძემ განაცხადა, რომ სურს, საავადმყოფოს პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს მიაწოდოს.

„ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო კადრებით დაკომპლექტება, შარშან, მაისში კი ტექნიკის ფული უნდა ყოფილიყო მზად. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა განა შეფერხებული და გაჭიანურებულია, არამედ წინასწარ იცოდნენ, რომ არ იქნებოდა დამთავრებული. ბიუჯეტში რატომ არ იყო ფული, გადამზადებაზე რატომ არ გაუშვეს ხალხი?“ – ამბობს ბენო გეგეჭკორი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა მართავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ კლინიკის გაყიდვა ან იჯარით გაცემა იგეგმება. 2018 წლის ნოემბერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და  სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. მისივე თქმით,  საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 2019 წლის გაზაფხულიდან მისი აღჭურვა დაიწყება.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]