„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ..-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.