weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში ერთ თვეში 2381 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა – ყაზტრანსგაზი

18:01 შაბათი, 02 თებერვალი 2019

კომპანია „ყაზტრანსგაზის განცხადებით, მათმა თანამშრომლებმა იანვარში, თბილისში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩაჭრეს.

„თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახსა და კორპუსის მცხოვრებლებს. დანადგარების უმრავლესობა მოქალაქეების ბინებში გაზის ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ყაზტრანსგაზის“ ცნობით, მონაცემები უბნების მიხედვით ასეთია: ჩუღურეთი-ნაძალადევი – 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; სამგორი – 571 გაზის დანადგარი; გლდანი-სანზონა-თემქა – 302 გაზის დანადგარი; დიღომი-დიდუბე – 205 გაზის დანადგარი; ვაკე-წყნეთი – 57 გაზის დანადგარი; ისანი-ვაზისუბანი – 229 გაზის დანადგარი; მთაწმინდა-კრწანისი – 105 გაზის დანადგარი; ნუცუბიძე – 97 გაზის დანადგარი; საბურთალო – 65 გაზის დანადგარი.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოგიწოდებთ, ნუ მოიხმართ აკრძალულ ღიაკამერიან წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახსა და მეზობლებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]