weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში ორი ახალი ციხე აშენდება

09:57 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციური სისტემის უფრო ეფექტიანად მართვის მიზნით რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აშენება იგეგმება. ერთი დაწესებულება 700, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის მოსწორების, შემოღობვისა და შესაბამისი სტანდარტით დაწესებულებების პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად 2019 წლის ივნისი განისაზღვრა.

„პარალელურად მიმდინარეობს დაწესებულებების საპროექტო სამუშაოებიც. დღევანდელი მდგომარეობით, 120 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი დასრულებულია (გეოლოგია, კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილები) და ექსპერტიზას გადის. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მზად მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის იქნება, 15 მარტისთვის კი მოცემული დაწესებულების სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო სრული დოკუმენტაცია მზად 15 მარტისთვის იქნება, 15 აპრილისთვის კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]