„მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ. კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ცნობით, სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატების გაცემას კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ დაიწყებს.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, განათლების სამინისტროს განცხადებით, 2018-2019 სასწავლო წელს გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება. შეიცვლება მხოლოდ ის წესი, რომლის მიხედვითაც ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარებისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.