მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მსხვერპლით დასრულდა გორსა და ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებიც.
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ბავშვი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.