weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლესში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

16:46 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019
ფოტოზე ირინა წეროძე ფოტოზე ირინა წეროძე

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ახალგაზრდები პროფესიის შესწავლის პარალელურად ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წეროძის განცხადებით, განათლების სამინისტრო შესაბამის პროგრამებს ეტაპობრივად განახორციელებს.

„პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამებს დავიწყებთ სოფლის მეურნეობის მამართულებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდგომში უკვე მოხდება მასშტაბების ზრდა. პროგრამების დასანერგად ორი წელი გვაქვს“, – აღნიშნა წეროძემ.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

„პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]