weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსებს ააშენებენ

14:03 ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. მისივე თქმით, მშენებლობა წელსვე დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„სულ რაღაც 6 თვის წინ, როდესაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ვიზრუნებდით მათზე და შევუქმნიდით მათ ცხოვრებისთვის ღირსეულ პირობებს. ჩვენი გუნდი ვერ შეეგუება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში და ასევე დამამცირებელ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად დაუღალავად ვზრუნავთ, რომ ეს პირობები იყოს გადაჭრილი. აქედან გამომდინარე,

დღეს ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას. მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და „ოცნების ქალაქი“ ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ბინების აშენება და გადაცემა ეტაპობრივად მოხდება.

„სამუშაო ჯგუფმა პრაქტიკულად უკვე დაასრულა იქ არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა, უმოკლეს ვადებში დაიდება დასკვნა და მოხდება გადაწყვეტილებების მიღება უწყვეტ რეჟიმში. აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, რომ არცერთ ადამიანს არ დარჩეს უსამართლობის განცდა. უყურადღებოდ არ დავტოვებთ არც იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე სახელმწიფო ფართებში ცხოვრობდნენ და მათთან მიმართებაშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ე.წ. ოცნების ქალაქი ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზებზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ხის და მუყაოს ნაგებობები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. „ოცნების ქალაქი“ იმ ოჯახებმა ააშენეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკომიგრანტები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]