weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის 150 წევრს განცხადებით მიმართა

14:57 ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ პარლამენტის 150-ვე წევრს განცხადებით მიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილი თითოეულ დეპუტატს სთხოვს, წერილობით აცნობონ მას, უჭერენ თუ არა მხარს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პარლამენტარების პასუხი მისთვის ბოლო იმედია.

„გამეცით პასუხი – მძინარე მოკალით თუ ეღვიძა. ამას ვითხოვ და ერთი წელიწადია ყურები დაყრუებული აქვთ, სირაქლემის პოზიციაში არიან და პასუხს არ მცემენ. იცით რატომ არ მცემენ? იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხი; იმიტომ, რომ დღემდე ცდილობენ, საქართველოში ერთი ადამიანი მაინც ნახონ, რომ თემირლანზე უარყოფითი თქვან. დღესაც ვერ უშოვიათ ის ერთი ადამიანი. დღესაც გრძელდება გამოძიება. საწოლში მძინარე ბავშვი მოკლეს, შემდეგ გამოძიება დაიწყეს, ტერორისტად გამოაცხადეს. რატომ გამოაცხადეს ტერორისტად? იმიტომ, რომ დამბლოკონ ყველგან. „ტერორიზმი“ ეს ისეთი სიტყვაა, რომელიც მზარავს და ნორმალურ ქვეყანაში ყველა ტერორიზმს ასე უყურებს. დღევანდელმა ხელისუფლებამ ღირსება საერთოდ დაკარგა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობაში.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. ამავე მოთხოვნით, პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის სახელით manifest.ge-ზე ელექტრონული პეტიცია გამოქვეყნდა, რომელსაც 2000 ხელმომწერი ჰყავს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან წელიწადზე მეტია გასული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]