ყაზიშვილების ოჯახის ახლობელმა Qartli.ge-სთან განაცხადა, რომ დაკრძალვაზე წასვლამდე ქალებმა ჩანთები სახლში დატოვეს, უკან დაბრუნებულებს კი ფული მოპარული დახვდათ. წაღებული თანხის ოდენობა 180 ლარია. საქმეს პოლიცია იძიებს.
7 მამაკაცი, მათ შორის ვახო და ჯონდო ყაზიშვილები 31 იანვარს, ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩის N67-ში მხუთავი აირით გარდაიცვალნენ. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებით, ბინაში წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შედეგადაც CO დაგროვდა.