weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხის რაიონში ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს

10:38 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017
ახალციხის რაიონში ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ავტოგასამართი სადგური „არალი“ დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ოპერატორს თავს ცივი იარაღით დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – განაცხადეს შსს–სში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]