weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთიანი რეგიონების წარმომადგენლები ჰესების წინააღმდეგ აქციას გამართავენ

18:59 ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019
ფოტო: Sputnik ფოტო: Sputnik

მთიანი რეგიონების თემთა წარმომადგენლები საქართველოში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ ხვალ, 7 თებერვალს თბილისში აქციას გამართავენ. აქცია 11 საათზე სასტუმრო „იოტას“ წინ გაიმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მასში მონაწილეობას ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარის და პანკისის ხეობის წარმომადგენლები მიიღებენ.

„7 თებერვალს სასტუმრო „იოტაში“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის საჯარო განხილვები იწყება. აღსანიშნავია, რომ EBRD-ი განიხილავს ნენსკრას, ხელედულას, ნამახვანის, ონის, მაჭახელასა და სხვა ჰესების პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას საქართველოში. შესაბამისად,

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ EBRD-ს, არ დააფინანსოს ეს პროექტები და არ შეუწყოს ხელი საქართველოს მთიანეთის დაცლას; ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა წუხილს სრულად იზიარებენ გარემოსდაცვითი და უფლებედამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]