weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია – ზალკალიანი

10:06 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

„საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მათთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა. საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე. 

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პოლიტიკა, რომელსაც სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ანიჭებს აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. კოალიციის მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]