weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსკოვში ქართული ტაძრის მრევლის ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა

11:47 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

მოსკოვის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის მრევლის ნაწილმა მღვდელმსახურის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ძალოვან უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აქციაში დაახლოებით 10 ადამიანი მონაწილეობს. წყაროს ინფორმაციით, შემოწმება უკვე დაწყებულია.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ტაძრის წინამძღვარი ფიოდორ კრეჩეტოვი ამბობს, რომ კონფლიქტი გასული წლის დეკემბერში, მამა რომანის (ზარნაძე) კანონიკური სტატუსის გამო დაიწყო. რომან ზარნაძეს, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა და 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მოსკოვში ცხოვრობს, ამ ტაძარში მსახურობის გაგრძელება სურს, რისთვისაც ქართული ეკლესიისგან კურთხევა სჭირდება.

კრეჩეტოვის თქმით, სამშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ, წმინდა გიორგის ტაძარში ათამდე ადამიანი მივიდა, რომლებიც მხარს უჭერენ ზარნაძეს და მოითხოვეს მისი წინამძღვრად დანიშვნა. მათ განაცხადეს, რომ მანამდე იშიმშილებდნენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. იმ დღეს საქმეში პოლიცია ჩაერია და მრევლის წევრები ტაძრის დატოვებას დათანხმდნენ, თუმცა მეორე დილით ისევ დაბრუნდნენ და მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მათ მოსკოვის საპატრიარქოში გაარკვიეს, რომ დეკანოზი რომან ზარნაძე მრავალი წლის განმავლობაში არ რეაგირებს საქართველოს საპატრიარქოში გამოძახებებზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ის არ წარმოადგენს ქართულ ეკლესიას და არანაირი კავშირი არ აქვს წმინდა გიორგი მოსკოვის ტაძართან, მაგრამ აშკარაა, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს იქ წინამძღვარი გახდეს, რისთვისაც თავის რამდენიმე მიმდევართან ერთად ეს მახინჯი აქცია მოაწყო. ეკლესიისთვის ასეთი ქმედებები მიუღებელია“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ ეკლესიის წარმომადგენელმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია ვითარებას გაარკვევს.

მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის შემადგენლობაშია და ქართული დიასპორის  სასულიერო ცენტრს წარმოადგენს. ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე სრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]