გურანდა გაბუნია 4 თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობმა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ქართულ კინოსა და თეატრში ათეულობით როლი შეასრულა. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979 წელი), საქართველოს სახალხო არტისტი (1990 წელი), ღირსების ორდენი (1998 წელი), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1999 წელი), წლის საუკეთესო მსახიობი ქალი (2018).