weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული, დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი

13:52 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019
ფოტოზე ზაქარია ქინქლაძე ფოტოზე ზაქარია ქინქლაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

ამავე საქმეზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ბრალდებით, ოთხი პირია დაკავებული: შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა., შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ. და მოქალაქე ვაჟა ფ..

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველთვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველთვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებას ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სუს-ის ცნობით, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]