weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მშობლები ჩრდილოვან განათლებაში ასობით მილიონ ლარს იხდიან, კორუფცია გვაქვს – მინისტრი

15:13 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

„დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა სასკოლო განათლებასთან დაკავშირებთ.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იქითკენ, რომ სკოლა გაძლიერდეს და მშობელი კორუფციისგან დაცული იყოს.

„სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი.

მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რაც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს მოიცავს.

სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რაშიც მშობლები იხდიან ასობით მილიონ ლარს და შედეგები იმას ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული არ არის განვითარებისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]