როგორც მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იქითკენ, რომ სკოლა გაძლიერდეს და მშობელი კორუფციისგან დაცული იყოს.
„სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი.
მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რაც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს მოიცავს.
სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რაშიც მშობლები იხდიან ასობით მილიონ ლარს და შედეგები იმას ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული არ არის განვითარებისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.