weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები – სამადაშვილი

17:58 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

„ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში ფაქტობრივად ყველა, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას იწყებს, დიპლომის აღებას ახერხებს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი ვერ იღებს დიპლომს“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოხსენებით წარდგა.

სამადაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ყველა ახერხებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღებას „საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები“.

„ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთი უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში.

ამ ფონზე, რატომ მოხდა პარლამენტში კანონის ინიცირება, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს და რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა. იყო თუ არა აქ კერძო და შესაძლოა, კორუფციული ინტერესები?“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრის მოსმენის შემდეგ, მას ბევრი შეკითხვა დარჩა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს მთავრობა ქვეყანაში საშუალო ან უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]