სამადაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ყველა ახერხებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღებას „საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები“.
„ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთი უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში.
ამ ფონზე, რატომ მოხდა პარლამენტში კანონის ინიცირება, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს და რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა. იყო თუ არა აქ კერძო და შესაძლოა, კორუფციული ინტერესები?“ – აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, განათლების მინისტრის მოსმენის შემდეგ, მას ბევრი შეკითხვა დარჩა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს მთავრობა ქვეყანაში საშუალო ან უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.