weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლანჩხუთში დააკავეს პირი, რომელმაც კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიას მიმართა – შსს

01:09 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. ლანჩხუთში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ბორცვაძის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - თენგიზ ხოფერიას მიმართა.

„ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.მ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მისი სახლის ჩხრეკისას კი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თენგიზ ხოფერია 2018 წლის აგვისტოში „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]