weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერგნეთის შეხვედრაზე ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის აღმართვას განიხილავენ

13:01 პარასკევი, 08 თებერვალი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა იმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვაა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში სულ 12 საკითხია. ანთაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელ კითხვებს.

„ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ ხელოვნურ შეზღუდვებზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

წელს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პირველი შეხვედრა იმართება. შეხვედრაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]