weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

16:07 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

ბათუმში H1N1 ვირუსით, იგივე ე.წ. ღორის გრიპით, 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრიპსა და პნევმონიაზე მკურნალობდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კლინიკა „მედინაში“ განაცხადეს, რომ მამაკაცი მათთან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

„ეს იყო პაციენტი, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარე რამდენიმე შერწყმული ფონური დაავადებით იყო ავად. რომელი გრიპიც არ უნდა იყოს, თუ ის მიმდინარეობს მძიმედ მიმდინარე ქრონიკული, მითუმეტეს, რამდენიმე ქრონიკული დაავადების ფონზე, ძალიან ხშირად, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.

რაც შეეხება გრიპით ავადობის მაჩვენებელს, რუსუდან შავიშვილის თქმით, დინამიკამ იკლო და ამ დროისთვის რეანიმაციაში 5 პაციენტი რჩება.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]