weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1-ლი ივლისიდან უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება

11:46 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

პირველი ივლისიდან უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია განადგურდება 24 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუკი აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს.

უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება.

„უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება. უკონტაქტო პატრულირება ფუნქციონირებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველზეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ეგზავნება. უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის, ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან. უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს“, - აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უკონტაქტო პატრულირებას საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. ცვლილებები პარლამენტმა 21 აპრილს მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]