საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება მლეთა–გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრამდე) მონაკვეთზეც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დღეს, 9 თებერვალს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 10 და 11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.