weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში 52 მწვრთნელს UEFA-ს C ლიცენზია მიენიჭა

13:20 შაბათი, 09 თებერვალი 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთში 52 მწვრთნელი გადაამზადა და მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები – UEFA-ს C ლიცენზიები გადასცა. ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონებს შორის კახეთი პირველია, სადაც მწვრთნელებს ამ კატეგორიის ლიცენზიები მიენიჭათ. 

მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვთა ადგილობრივ გუნდებთან მუშაობს.

„კახეთის რეგიონი პირველია, სადაც ჩატარდა გადამზადების კურსები, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ქართული ფეხბურთის სწორი განვითარებისათვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბავშვთა ფეხბურთის პირამიდის ის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს ითხოვს. სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილია იმ მწვრთნელთა გადამზადებაც, რომლებიც რეგიონებში ბავშვებთან მუშაობენ,“ – განაცხადა კობიაშვილმა.

გადამზადების კურსი სამეგრელოში გაგრძელდება და წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]