weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მაქვს განცდა რომ დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა არ სურთ – გვრიტიშვილი

17:56 შაბათი, 09 თებერვალი 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის წევრთა ნაწილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს.

გვრიტიშვილის შეფასებით, გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, ის პარადოქსულიცაა.

„ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, „სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ „სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, „ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ. არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ „სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე. მართლაც, პროგრესული ყველა სუბიექტი ერთხმად აღიარებს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის ძირითადი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ მოიწონა ვენეციის კომისიამ საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ძირითადი, ისტორიული მიღწევა ყველა დონის (მათ შორის, უზენაეს) სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა“, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აბსურდია და თვალთმაქცობაა იმის მტკიცება, რომ განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით პროგრესი მიიღწევა.

„მიჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა.

ურჩევნიათ ვადით მოწყვლადი მოსამართლეები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ მავანთ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცენდენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და „გადმონაშთად“, – აცხადებს მოსამართლე გვრიტიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან ლევან გოგიჩაიშვილი გამოდიან ინიციატივით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდოს.

ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის გადავადება. მისივე თქმით, მანამდე უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]