weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Facebook-ით პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხის პატიმარმა გაავრცელა – შსს

00:27 კვირა, 10 თებერვალი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იანვარში, სოციალურ ქსელ Facebook-ით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოს მოქალაქემ გაავრცელა, რომელიც სომხეთის ციხეში იხდის სასჯელს.

შსს-მ პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია დღეს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ მიერ ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტის ანონსის გასვლის შემდეგ გაასაჯაროვა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამტვირთავის ვინაობა და ადგილსამყოფელი კადრების გავრცელებისთანავე დაადგინეს.

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ Facebook-ის მომხმარებელმა Buba Lomtatidze-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.

„ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და Facebook-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ Facebook-ის გვერდით (Buba Lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით), სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი.

მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“, – აცხადებენ სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, დ.ი., რომელმაც საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა, მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.

„ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილი Samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს, მათ შორის ისიც, რომელმაც, შსს-ს მტკიცებით, YouTube-ზე კადრები ატვირთა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გრძელდება.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის, როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]