weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა ძალიან დიდი შეცდომა იყო – განათლების მინისტრი

11:24 კვირა, 10 თებერვალი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლებში განათლების ხარისხზე საუბრისას განაცხადა, რომ პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა დიდი შეცდომა იყო.

„როდესაც ვლაპარაკობთ პედაგობებზე, პედაგოგების ხარისხზე, ხომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს არ ყოფილიყო? გავიხსენოთ პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა, რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ, რომ დღეს როცა ვსაუბრობთ, რომ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, ჩვენი დახმარება სჭირდებათ პედაგოგებს, ასეთი ინსტიტუციის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს უშვებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ. გარდა ამისა, განათლება მეცნიერების გარეშე ხომ წარმოუდგენელია?!“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]