„როდესაც ვლაპარაკობთ პედაგობებზე, პედაგოგების ხარისხზე, ხომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს არ ყოფილიყო? გავიხსენოთ პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა, რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ, რომ დღეს როცა ვსაუბრობთ, რომ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, ჩვენი დახმარება სჭირდებათ პედაგოგებს, ასეთი ინსტიტუციის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს უშვებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ. გარდა ამისა, განათლება მეცნიერების გარეშე ხომ წარმოუდგენელია?!“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო