weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

11:44 კვირა, 10 თებერვალი 2019

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა.

თამაში 9 თებერვალს, სტუმრად, „კლუჟი არენაზე“ გაიმართა. „ბორჯღალოსნებს“ პირველი ქულები 39-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ მოუტანა და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა. პირველი ლელო კი მეორე ტაიმის დასაწყისში გურამ გოგიჩაშვილმა დადო. მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე გახდა, რომელმაც ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 15:9 შეცვალა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 18:9 გახდა.

შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ. თამაში 17 თებერვალს, თბილისში, „ავჭალის სტადიონზე“ გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]